კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
საქართველოს რკინიგზის განცხადება
აპრილი 25, 2017

სს საქართველოს რკინიგზაინჟინერ-კონსულტანტთა საერთაშორისო ფედერაციის ყვითელი წიგნით (FIDIC Yellow Book) დადგენილი ფორმისა და წესების შესაბამისად ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს.

აღნიშნული პროექტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ზედამხედველობას ახორციელებს მაღალი რეპუტაციის, 50 წელზე მეტი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ავსტრიული და გერმანული კონმპანიების ILF Consulting Engineers-ისადა DBI nternational- კონსორციუმი.

აღნიშნული კომპანიების მაღალკვალიფიციური დარგის ინჟინრები ახორციელებენ მუდმივ ზედამხედველობას მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე. გარდა ამისა, კომპანიის ექსპერტები ამოწმებენ საპროექტო დოკუმენტაციას, საშემსრულებელო ნახაზებსა და პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ხარისხს.

დამატებით, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ შესაბამისი დარგის სპეციალისტები მეთვალყურეობას უწევენ პროექტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს, ხოლო რაც შეეხება მოქალაქე აკაკი კიკნაძის განცხადებას, გთხოვთ მიმართოთ მის ყოფილ დამქირავებელს დეტალური ინფორმაციის მისაღებად.


 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.