კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
სს „საქართველოს რკინიგზის“ განაცხადი ინტერესთა გამოხატვის თაობაზე
მაისი 11, 2017

სს „საქართველოს რკინიგზა“ აცხადებს ინტერესთა გამოხატვას Stadler Kiss-ისტიპის მატარებლებში არსებული მონიტორებისათვის ორენოვანი (ქართული და ინგლისური) სატელევიზიოშემეცნებითი შინაარსის ინფორმაციული პროდუქტის(ქონთენთის) დამზადების თაობაზე, რომლის სანაცვლოდაც დაინტერესებულ კომპანიას მიეცემა საშუალება განახორციელოს თავისი და/ან მესამე პირების პროდუქტის/მომსახურების რეკლამირება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ წინამდებარე განაცხადის შესაბამისად მომზადებული შემოთავაზება 2017 წლის 25 მაისის 17:00 სთ-მდეელ. ფოსტაზე: railway@railway.ge

წინამდებარე ინტერესთა გამოხატვით დაინტერესებულმა პირმა, სს „საქართველოს რკინიგზაში“ უნდა წარმოადგინოს წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგს:

- ინფორმაციას სატელევიზიო შემეცნებითი შინაარსის ინფორმაციული პროდუქტის (ქონთენთის) დამამზადებელი და რეკლამის განთავსების უფლების მოპოვებით დაინტერესებული პირის შესახებ;

- სატელევიზიო შემეცნებითი შინაარსის ინფორმაციული პროდუქტის (ქონთენთის) შინაარსის, ხანგრძლივობისა და მისი დამზადების ვადების/პერიოდულობის შესახებ;

- ინფორმაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;

- კომერციული წინადადება (მატარებლებში განთავსებულ მონიტორებზე სარეკლამო დროის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით სს „საქართველოს რკინიგზისათვის“ მაქსიმალურად მომგებიანი შეთავაზება).

გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა მოხდება დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი შემოთავაზებების შეფასების საფუძველზე, სადაც გამარჯვების ძირითადი კრიტერიუმებია:

- სს „საქართველოს რკინიგზისათვის“ კომერციულად მომგებიანი წინადადების შეთავაზება, რაც გულისხმობს მონიტორებზე სარეკლამო დროის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ მაქსიმალურად მომგებიანი წინადადების შეთავაზებას;

- გამოცდილება და კვალიფიკაცია.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ნომინირებული საკონტაქტო პირებისაგან. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია სს „საქართველოს რკინიგზის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.railway.ge

სს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან საკონტაქტო პირს წარმოადგენს: თამარ დეკანოიძე.

გამოქვეყნებულიინტერესთაგამოხატვისგამოცხადებაარავალდებულებსსსსაქართველოსრკინიგზასგააფორმოსშესაბამისიხელშეკრულებადაინტერესებულ კომპანიებთან, არ აძლევს ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე კომპანიებსსსსაქართველოსრკინიგზისმიმართნებისმიერისახისპრეტენზიისდარაიმექმედებისგანხორციელებისუფლებას. რკინიგზაიტოვებსუფლებას,საკუთარიმოსაზრებითნებისმიერმომენტშიშეწყვიტოსანშეცვალოსპროცედურა, გამორიცხოსნებისმიერიმხარეპროცედურიდანანუარითქვასგამოხატულ ინტერესებზე ყველანაირი ვალდებულებების გარეშე.

ზოგადი აღწერილობა

სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერStadler Kiss-ისტიპის მატარებლებით სრულდება მგზავრთა გადაყვანა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით - ბათუმიდან თბილისის მიმართულებით.

ზაფხულის სეზონზე (ივლისი-სექტემბერი) სრულდება დღეში 8 რეისი (4 რეისი: თბილისი-ბათუმი; 4 რეისი: ბათუმი-თბილისი).

ზამთრის სეზონზე (ოქტომბერი-ივნისი) სრულდება დღეში 4 რეისი (2 რეისი: თბილისი-ბათუმი; 2 რეისი: ბათუმი-თბილისი).

მონიტორების რაოდენობა თითოეულ შემადგენლობაზე არის 16 ერთეული (ვაგონში 4 ერთეული). სკამების რაოდენობა თითოეულ შემადგენლობაზე არის 400 ერთეული. მგზავრობის ხანგრძლივობა თბილისი-ბათუმი/ბათუმი-თბილისის მიმართულებით შეადგენს 5 საათს.

Stadler Kiss-ისტიპის მატარებლები შეესაბამება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს და მგზავრების ინტერესი ამ მატარებლებით მგზავრობის მიმართ განსაკუთრებულია.

სს „საქართველოს რკინიგზა“ ორიენტირებულია მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. ამ მიზნით, კომპანია მიმართავს ყველა საჭირო ზომას, რათა მგზავრთა გადაყვანა სამგზავრო ელექტრომატარებლებით განხორციელდეს ხარისხის უმაღლესი სტანდარტების დაცვით და ასევე, პასუხობდეს თანამედროვე ევროპულ მოთხოვნებს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში. სამგზავრო მატარებლებში არსებულ მონიტორებზე სატელევიზიო შემეცნებითი შინაარსის ინფორმაციული პროდუქტის (ქონთენთის) გაშვება მგზავრებისთვის ეფექტური და ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, რომელიც მიმართულია მგზავრებისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნისკენ.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, რკინიგზა დაინტერესებულია, რომ მატარებლით მგზავრობის პროცესში მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, მიიღოს და მონიტორებზე გაუშვას ორ ენაზე (ქართული და ინგლისური) დამზადებული სატელევიზიო შემეცნებითი შინაარსის ინფორმაციული პროდუქტი (ქონთენთი). აღნიშნული მომსახურების და საუკეთესო კომერციული შეთავაზების სანაცვლოდ, დაინტერესებულ პირებს რკინიგზა თავისმხრივ სთავაზობს მონიტორებზე სარეკლამო მომსახურებას წინამდებარე განაცხადში მითითებული არსებითი პირობებით, რაც თავისმხრივ, დაინტერესებულ პირებს მისცემს შესაძლობლობას სარეკლამო დროის გაყიდვით მიიღონ დამატებითი შემოსავალი.

არსებითი პირობები

წინამდებარე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმადაც: ”კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას”.

რკინიგზასა და დაინტერესებულ კომპანიას შორის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია რკინიგზას მიაწოდოს/დაუმზადოს ორენოვანი (ქართული და ინგლისური) სატელევიზიო შემეცნებითი შინაარსის ინფორმაციული პროდუქტი (ქონთენთი) ქვემოთ მოცემული პირობებით და გადაუხადოს რკინიგზას მაქსიმალური საფასური სარეკლამო დროის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით.

სატელევიზიო შემეცნებითი შინაარსის ინფორმაციული პროდუქტის (ქონთენთის) მიმართ წარდგენილი მოთხოვნები:

- ხანგრძლივობა: ერთი სატელევიზიო შემეცნებითი შინაარსის ინფორმაციული პროდუქტი (ქონთენთი)არანაკლებ 2 საათი;

- ხარისხი: HD

- მოწოდების ვადა და პერიოდულობა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად ახალი სატელევიზიო შემეცნებითი შინაარსის ინფორმაციული პროდუქტი (ქონთენთი);

- ენა: ორენოვანი, ქართულ და ინგლისურ ენებზე;

- შინაარსი: შემეცნებით-გასართობი ხასიათის, მათ შორის შემეცნებითი სიუჟეტები საქართველოს ისტორიის, კულტურის, რელიგიის, ტურისტული ღირშესანიშნაობების შესახებ, ასევე სს „საქართველოს რკინიგზის“ საქმიანობის შესახებ.

დაინტერესებული პირების საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესაბამის სფეროში (სატელევიზიო შემეცნებითი შინაარსის ინფორმაციული პროდუქტის (ქონთენთის)დამზადება და რეკლამის მოზიდვა) საქართველოს ბაზარზე ოპერირების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

- პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრები, როგორც სატელევიზიო შემეცნებითი შინაარსის ინფორმაციული პროდუქტის (ქონთენთის)დამზადების, ისე გაყიდვების მენეჯმენტის უზრუნველსაყოფად.

თავის მხრივ სს „საქართველოს რკინიგზა“ მომწოდებელ კომპანიას გაუწევს სარეკლამო მომსახურებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, კერძოდ Stadler Kiss-ისტიპისმატარებლებში განთავსებულ მონიტორებზე გაუშვებს მომწოდებელი კომპანიის მიერ მოთხოვნილ სარეკლამო ვიდეო-რგოლ(ებ)ს, რომლის ჯამური ხანგრძლივობა თბილისი-ბათუმი-თბილისისა და ბათუმი-თბილისი-ბათუმის მგზავრობისას (5 საათი) არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს.

სავალდებულოა, რომ მომწოდებელმა კომპანიამ სარეკლამო ვიდეო-რგოლის მომზადება განახორციელოს”რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, ასევე ნებისმიერ შემთხვევაში სარეკლამო ინფორმაციის შემცველი ტექსტი, ვიდეო-რგოლი, წინასწარ უნდა შეთანხმდეს რკინიგზასთან.


 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.