კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
საქართველსო რკინიგზამ “Lean Six Sigma” მეთოდოლოგიის დანერგვის ფარგლებში ღონისძიება გამართა
მაისი 19, 2017

დღეს საქართველოს რკინიგზამ “Lean Six Sigma” მეთოდოლოგიის დანერგვის ფარგლებში პროექტების განმახორციელებელი საინჟინრო პერსონალისათვის სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონია გამართა.

აღნიშნული მეთოდოლოგიის პროექტის დანერგვა საქართველოს რკინიგზამ 2016 წლის 27 ივნისიდან დაიწყო. კომპანიაში “Lean Six Sigma” დანერგვას კორპორატიული მართვის დეპატამენტის საერთაშორისო საკონსულტაციო პროექტებისა და ხარისხის მართვის სისტემების ადმინისტრირების სამსახური სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით ახორციელებს.

,,მოგეხსენებათ, რომ რკინიგზას აქვს ახალი ხედვა, რაც რკინიგზის გლობალურ სატრანსპორტო ქსელებში ინტეგრაციაში მდგომარეობს. ეს ყველა მიმართულებით მოდერნიზაციას გვავალდებულებს. ,,ექვსი სიგმის“ დანერგვა სწორედ მართვის სისტემის მოდერნიზაციას გულისხმობს. ეს პროექტი ემსახურება საოპერაციო ხარჯებისა და დროის დაზოგვას, საწარმოო პორცესში დეფექტებისა და ხარვეზების იდენტიფიკაციას და, რაც მთავარია, ხარისხის მართვის მაღალი სტანდარტების დანერგვას. მოდერნიზაცია - ეს არის ჩვენი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი და ჩვენ ვივლით იმ გზით, რომ რკინიგზა გადაიქცეს თანამდეროვე კომპანიად,“ - განაცხადა საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კოკა გუნცაძემ.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზაში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის მიერ თანამშრომლების სათანადოდ მომზადება მოხდა. მომზადების პროცესის ძირიათადი შემადგენელი ნაწილი, თეორიულ ნაწილთან ერთად, კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა იყო, რასაც პროექტების სახე მიეცა.

,,დღეს საქართველოს რკინიგზის 27-მა თანამშრომელმა მწვანე ქამრის საერთაშორისო სერთიფიკატი აიღო. სწორედ ამ ადამიანებმა მოახდინენ ის ცვლილებები, რომლებიც რკინიგზას მოგების ზრდასთან მიიყვანს. რკინიგზის თანამშრომლებმა საოცარი მუშაობა ჩაატარეს. მათ მოამზადეს თავიანთი პირველი პროექტები, რომლებიც გაგრძელება. ჩვენ, როგორც კონსულტანტები მათთან მუშაობას ვასრულებთ და ისინი თავად იზრუნებენ კომპანიის ყველა მიმართულებით ვითარების გაუმჯობესებასა და ეკონომიკური ეფექტის ზრდაზე,“ - აღნიშნა პროექტის საერთაშორისო კონსულტანტმა მაქსიმ კორენიუგინმა.

ამჟამად კომპანიაში პროექტების იმპლემენტაცია მიმდინარეობს და ამ დროისათვის ცალკეულმა პროექტებმა საქართველოს რკინიგზას უკვე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი მისცა.

“Lean Six Sigma” მეთოდოლოგია წარმოადგენს წარმოების მართვის კონცეფციას, რომლის ძირითადი არსია საწარმოო პროცესების შემდგომ, გამოსავალი პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება, დეფექტების მინიმიზაცია და სტანდარტიდან გადახრების შემცირება. ასევე, ისეთი პროცესების შექმნა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება დანაკარგების მინიმიზაცია და ეკონომიკური ეფექტი. ამ მეთოდოლოგიის დანერგვის მიზანი, საუკეთესო საერთაშორისო პტაქტიკის გამოყენების გზით, საწარმოო პროცესების გაუმჯობესებაა.

“Lean Six Sigma” მეთოდოლოგია პირველად კომპანია Motorola-მ შეიმუშავა და იმპლემენტაციის შედეგად, სოლიდური ეკონომიკური ეფექტი მიიღო. შემდგომში ეს პროგრამა წარმატებით გააგრძელა კომპანიამ General Electric. აღსანიშნავია, რომ დღეს “Lean Six Sigma” მეთოდოლოგია ყველა ცნობილ კომპანიაშია დანერგილი. ხოლო, ჩვენს ქვეყანაში საქართველოს რკინიგზა პირველი კომპანიაა, რომელმაც “Lean Six Sigma” მეთოდოლოგია დანერგა.


 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.