არ გადადო-აიცერი! - ამ სლოგანით, დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, რკინიგზელთა პროფესიულ
კავშირთან ერთად ვაქცინაცია ჩაატარა. რკინიგზის თანამშრომლები წითელა, წითურა, ყბაყურაზე
უფასოდ აიცრნენ. მსურველებმა C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგიც
გაიკეთეს.
აქციის მიმდინარეობას დაავადებათა კონტროლის
ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე და რკინიგზის პროფკავშირების თავმჯდომარე,
ზურაბ ნასარაიაც დაესწრნენ.
|